იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში რომაული დერბი გაიმართა, რომელიც „რომას“ გამარჯვებით დასრულდა.
ჯან პიერო გასპერინის გუნდი ნომინალური სტუმრის რანგში იყო, მაგრამ სამი ქულა მაინც მოიპოვა. ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე ლორენცო პელეგრინიმ გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„ლაციოს“ ჰქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად შანსები, რომლებიც ვერ გამოიყენა და მაურიციო სარის გუნდმა ძალიან პრინციპული თამაში წააგო. „რომამ“ სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველ შემთხვევაში ერთნაირი ანგარიშით - 1:0.
„რომას“ ოთხ ტურში 9 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 სექტემბერს, „ვერონას“ უმასპინძლებს. „ლაციოს“ ძალიან ცუდი სტარტი აქვს - ოთხ ტურში სამჯერ დამარცხდა, მხოლოდ სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 29 სექტემბერს, „ჯენოას“ ესტუმრება.