რაგბი

17:08 | 21.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ახალაძის დუბლი ტოპ 14-ში

საფრანგეთის ტოპ 14-ში გამორჩეული თამაში ჩაატარა გიორგი ახალაძემ. ქართველი მორაგბის კლერმონი მე-3 ტურში ერთ-ერთ ფავორიტ პოს შეხვდა და მეტოქე დიდი სხვაობით, 50:27 დაამარცხა.

ახალაძემ თავი 2 დადებული ლელოთი გამოიჩინა. მან მეტოქის ჩათვლის წერტილი მე-4 წუთზე აიღო, რითაც ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე ლელო 53-ე წუთზე მიითვალა.

ეს მიმდინარე ჩემპიონატზე ქართველის კლუბის პირველი გამარჯვება გამოდგა, მომდევნო შეხვედრას კი კლერმონი 27 სექტემბერს, რასინგის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099208