ფეხბურთი

18:42 | 21.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელი" - პსჟ-ს მატჩის ჩატარების თარიღი გაირკვა

„მარსელისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი, რომელიც დღეს უამინდობის გამო გადაიდო, 22 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტის 548-ე მუხლის თანახმად, როდესაც თამაში უამინდობის მიზეზით ვერ გადაიდება, მეორე დღეს უნდა გაიმართოს (ექსტრემალური პირობების გარდა).

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს ოქროს ბურთის დაჯილდოებაა, სადაც პსჟ-ს 9 ფეხბურთელია ნომინირებული, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაც, მაგრამ ვინაიდან, „მარსელთან“ მატჩი უნდა გაიმართოს იმავე დღეს, ფეხბურთელები და ლუის ენრიკე დაჯილდოების ცერემონიაზე ვერ წავლენ, რადგან თამაში დაჯილდოების პარალელურად ჩანიშნეს - ორივე თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

თუმცა, ეს ყველას არ ეხება: ჟოაო ნევეში, უსმან დემბელე და დეზირე დუე ტრავმირებული არიან, შესაბამისად, ისინი მოახერხებენ დაჯილდოებაზე დასწრებას. ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტიც დემბელეა.

შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი ძლიერი ჭექა-ქუხილისა და ქარის გამო „მარსელი“ - პსჟ-ს მატჩი გადაიდო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083198