ფეხბურთი

20:12 | 21.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ლა ლიგაში ქულები ისევ დაკარგა

ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ „მალიორკას“ ესტუმრა, რომლის დამარცხება ვერ მოახერხა და ქულები ისევ დაკარგა.

„ატლეტიკოს“ დაწინაურების კარგი შანსი მე-14 წუთზე ჰქონდა, მაგრამ ხულიან ალვარესმა პენალტი ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე დიეგო სიმეონეს გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ალექსანდერ სორლოთი გააძევეს. თუმცა, 6 წუთში მადრიდელები კონორ გალაჰერის გოლით მაინც დაწინაურდნენ.

მიუხედავად ამისა, „როხიბლანკომ“ ვერ მოიგო, რადგან 10 წუთში ვედათ მურიქიმ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

„ატლეტიკოს“ სეზონის კარგი სტარტი არ აქვს: ხუთ ტურში 5 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 24 სექტემბერს, „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089583