სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:18 | 21.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "მონაკოსთან" განადგურდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურში გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ სტუმრად „მონაკოსთან“ 2:5 განადგურდა.

არადა, „მეცისთვის“ თამაში კარგად დაიწყო და სწრაფად დაწინაურდა, რასაც მონეგასკებმა შესვენებამდე უპასუხეს. მეორე ტაიმის სტარტზე ანსუ ფატიმ გაიტანა, მაგრამ „მეცმა“ 67-ე წუთზე გაათანაბრა (2:2).

თუმცა 83-ე წუთიდან 93-ე წუთამდე „მეცმა“ სამი უპასუხო გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა. საუკეთესო ანსუ ფატი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ქართველები არ იყვნენ ძირითად შემადგენლობაში, მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა, ისიც 90-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

„მეცი“ ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა და ძალიან მძიმე სტარტი აქვს, მომდევნო ტურში კი 28 სექტემბერს, „ლე ავრს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094098