ფეხბურთი

21:34 | 21.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" დაზავდნენ

ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაზავდნენ, ეს შედეგი კი, ალბათ, ყველაზე მეტად „ლივერპულის“ წისქვილზე ასხამს წყალს.

„სიტი“ ძალიან სწრაფად, მეცხრე წუთზე დაწინაურდა, როდესაც სწრაფი კონტრშეტევა გოლით ერლინგ ჰოლანდმა დაასრულა. ამის შემდეგ პეპ გვარდიოლამ მთლიანად ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში გადაწყვიტა.

განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, როდესაც მანჩესტერელები შეტევაზე პრაქტიკულად აღარ ფიქრობდნენ და ახლოსაც იყვნენ მიზნის მიღწევასთან. თუმცა, მესამე კომპენსირებულ წუთზე გაუშვეს.

ებერეჩი ეზეს შესანიშნავი პასის შემდეგ გაბრიელ მარტინელი დარჩა მეკარესთან პირისპირ და ჯანლუიჯი დონარუმას ბურთი თავზე მოხდენილად გადაუგდო. ფრე 1:1 და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„არსენალი“ 10 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ნიუკასლს“ ესტუმრება, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ აქტივში 7 ქულაა და „ბარნლის“ უმასპინძლებს.

„არსენალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჰოლანდი (9), 1:1 მარტინელი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089554