ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია, მაგრამ შედეგით იმედგაცრუებულია:
„ძალიან ვამაყობ გუნდით, ვდომინირებდით და შედეგით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ძალიან უსამართლო გოლი გავუშვით, მაგრამ შემდეგ უპირატესობას ვფლობდით. გაბრიელ მარტინელი იმსახურებდა ძირითადში თამაშს და არ იყო, წუწუნის ნაცვლად, ის წარმოუდგენელი ენერგიით თამაშობს, რთა გუნდს ქულების მოპოვებაში დაეხმაროს. იგივე შემიძლია ვთქვა ეზეზე“, - აღნიშნა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის „არსენალს“ პრემიერლიგაში ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.