ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა „მორეირენსესთან“ მატჩის წინ გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და აღნიშნა, რომ ის უმატებს.
„რაც შეეხება გიორგის, ის სრულიად განსხვავებული კონტექსტიდან მოვიდა, ვიდრე „სპორტინგის“ მოთხოვნები და აქ თამაშია. ჯერ კიდევ ცდილობს თანაგუნდელების და გუნდის დინამიკის გაგებას, თუმცა უმატებს. ის უსმენს, ასევე, უყვარს სწავლა, უყვარს შეკითხვების დასმა და ნელ-ნელა ადაპტირდება, გუნდის ნაწილი ხდება და თავის საუკეთესო თვისებებს გუნდისთვის იყენებს.
ამიტომ, კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქამდე შეძლო. რა თქმა უნდა, თუ შევადარებთ, მორიტა და ჰიულმანი ორი წელია ერთად თამაშობენ, შესაბამისად, მათი კავშირი სხვანაირია. ამას დრო სჭირდება და ნელ-ნელა ნამდვილად ვხედავ, როგორ უმჯობესდება ქოჩორაშვილი“, - თქვა რუი ბორჟესმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით დღემდე 7 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. ლისაბონური კლუბი 22 სექტემბერს, „მორეირენსეს“ შეხვდება.









