ფეხბურთი

0:51 | 22.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" სერია A-ში ცუდი სერია შეწყვიტა

სერია A-ში ზედიზედ ორი მარცხის შედმეგ „ინტერმა“ ცუდი სერიის შეწყვეტა მოახერხა. „ნერაძურიმ“ მეოთხე ტურში „სასუოლოს“ უმასპინძლა, რომელიც 2:1 დაამარცხა.

„ინტერმა“ მოიგო, მაგრამ გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ მე-14 წუთზე ფედერიკო დიმარკოს გოლით სწრაფად დაწინაურდა. ამის შემდეგ კარგა ხანს ანგარიში უცვლელი იყო, ხოლო 81-ე წუთზე მილანელთა კიდევ ერთმა მცველმა, კარლოს აუგუსტომ დაარტყა, ბურთი ტარიკ მუჰარემოვიჩს მოხვდა და ავტოგოლად გაფორმდა, ხოლო ანგარიშში სხვაობა გაზარდა. „სასუოლომ“ სამ წუთში ვალიდ შედირას გოლით უპასუხა და სიტუაცია ისევ დაიძაბა. თუმცა, სტუმრებს მეტის გასაკეთებლად დრო და ძალა აღარ ეყოთ.

„ინტერი“ ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 27 სექტემბერს, სტუმრად „კალიარის“ შეხვდება. „სასუოლოს“ აქტივში ჯერჯერობით 3 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08703