ლა ლიგის მეხუთე ტურში „ბარსელონამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და დაგეგმილი ქულები მოიპოვა.
მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც ფერან ტორესმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში დანი ოლმომ სხვაობა სამამდე გაზარდა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
„ბარსელონას“ ხუთ ტურში 13 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ ორი ქულით ჩამორჩება. ჰანსი ფლიკის გუნდი მომდევნო ტურში 25 სექტემბერს, „ოვიედოს“ ესტუმრება.