ფეხბურთი

10:12 | 22.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

კაცნაკლულმა "ქასიმფაშამ" "ფენერბახჩესთან" არ წააგო

თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩეს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

სტუმრები მატჩის მე-3 წუთზევე ასენსიოს გოლით დაწინაურდნენ, ესპანელის დარტყმის შემდეგ მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა. სწრაფი გოლის შემდეგ შოთა არველაძეს გუნდი პირველი ნახევრის ბოლოს 10-კაცით დარჩა, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მოედნიდან პორტუგალიელი კაფუ გააძევა. მიუხედავად ამ ყველაფრისა "ქასიმფაშამ" მეორე ტაიმში თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხა, მასპინძელთა მხრიდან გამათანაბრებელი გოლი 64-ე წუთზე ჰაიდაროვიჩმა გაიტანა 1:1.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შოთა არველაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა:

"მატჩის სტარტი ცუდი გამოვიდა, მაგრამ ჩემი გუნდი კარგად თამაშობდა, ვცდილობდით მაღალი პრესინგი გვეთამაშა, თუმცა მეტოქე პატარა შეცდომებსაც არ გვპატიობდა. მიუხედავად ყველაფრისა თამაშში დაბრუნება მაინც მოვახერხეთ და ვფიქრობ ეს შედეგი დამსახურებულია. ჩემს ფეხბურთელებს ვულოცავ ამ შედეგს, მათ მატჩის გადარჩენა სურდათ და ეს მოახერხეს. ჯერ არაფერი დასრულებულა, მხოლოდ 6 ტურია გასული. საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ვეცდებით ყველა მატჩში მაქსიმუმისთვის ვიბრძოლოთ." - განაცხადა შოთა არველაძემ.

ცნობისთვის, "ქასიმფაშას" 6 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და სუპერლიგის გათამაშებაში მე-12 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში არველაძის გუნდი სტუმრად "რიზესპორს" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100247