სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:07 | 22.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, პირველი რაც გამახსენდა საქართველო იყო"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე საფრანგეთის ლიგა 1-მა დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის რამდენიმე ნაწყვეტი სოციალურ მედიაში გავრცელდა.ხვიჩა კვარაცხელია საინტერესო საკითხებზე საუბრობს, მან ასევე გაიხსენა ის მომენტი, როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე და ფეხბურთელი ვარ. ფეხბურთის თამაში მაბედნიერებს, რადგან ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა. როდესაც პატარა ვიყავი ფეხბურთის ვიდეოებს ვერ ვნახულობდი, რადგან ინტერნეტში ასე არ იდო ხოლმე. დედაჩემს მამაჩემის თამაშების ჩანაწერები ჰქონდა კასეტების სახით და რომ ვნახულობდი როგორ გოლებს იტანდა, ეს ჩემთვის სასწაული იყო. ვიძახდი ხოლმე სულ, რომ მამაჩემი საუკეთესო იყო, ასე მქონდა გათვითცნობიერებული. ძალიან სასიამოვნოა, რომ ისიც ფეხბურთელი იყო, ჩვენ გენში გვაქვს ფეხბურთი.

როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, პირველი რაც გამახსენდა საქართველო იყო, რადგან ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო. ჩემთვის საამაყოა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა საქართველოს ნაკრებში და პსჟ-ში თამაში, რადგან ყველაფერს რასაც ვაკეთებ დიდი ყურადღებით აკვირდებიან. მინდა ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი ადამიანი ვიყო.

მივხვდი, რომ თავდამსხმელს, რომელიც დაცვაშიც კარგად თამაშობს, დღევანდელ ფეხბურთში წარმატების მიღწევის უკეთესი შანსი აქვს. ფეხბურთი ჩემი მთელი ცხოვრებაა. ფეხბურთის თამაში მაბედნიერებს. მოხარული ვარ, რომ ჩემი ოცნება ავისრულე. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენში" იანვარში გადავიდა და მას შემდეგ პარიზულ კლუბთან ერთად ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096456