ფეხბურთი

11:47 | 22.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო ბუსკეტსი სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს

"ინტერ მაიამის" 37 წლის ესპანელი ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსი MLS-ის სეზონის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ინფორმაციას Cadena Cope -ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ეს არარ შეიცვლება.

MLS-ის მიმდინარე სეზონი დაახლოებით ნოემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება პლეი-ოფში "ინტერ მაიამის" თამაშზე. ამ მომენტისთვის "მაიამის" 52 ქულა აქვს და MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

ცნობისთვის, სერხიო ბუსკეტსი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მხოლოდ "ბარსელონაში" და "ინტერ მაიამიში" აქვს ნათამაშები. ესპანელი ფეხბურთელი ამერიკაში 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090666