თამაშგარე

15:00 | 22.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

შაკირა პიკეს არ ეშვება

იყო დრო, როდესაც კოლუმბიელ მომღერალ შაკირასა და კატალონიის „ბარსელონას“ მცველის, ხერარდ პიკეს სიყვარულისა და შემდეგ უკვე გაწევ-გამოწევის ამბავი მსოფლიოს ბულვარული მედიის მთავარი გასარჩევი საგანი იყო და დღე არ გავიდოდა, ამ წყვილზე რაიმე უცნაური და სკანდალური არ გამომჟღავნებულიყო.

ახლა პიკე-შაკირას გარშემო ატეხილი სკანდალები თითქოს დავიწყებასაა მიცემული, თუმცა ხშირად თავად მომღერალი ცდილობს მიმქრალი „ნაკვერჩხლების გაღვივებას“ და სამხრეთამერიკულ სერიალებში რომაა, სწორედ ისეთ წყევლა-კრულვას ატეხს ქმარყოფილსა და მის მუდრეგობას.

ამ ერთი კვირის წინ, შაკირამ გერმანელ ჟურნალისტებთან საუბარში ხერარდ პიკეს მექალთანეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თანაცხოვრების დროს ქმარმა მინიმუმ ოთხ ქალთან უღალატა (ეს რაც უეჭველად დავადგინეო) და მოღალატე ბუნებისგან ხერარდი ვერასოდეს განიკურნებაო - დასძინა. როგორც ჩანს ეს ქალი წყენას და გულისტკენას არასოდეს ივიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094097