ფრანგული გამოცემა peuple-vert.fr-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც მიმდინარე სეზონში "სენტ ეტიენის" 5 ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელზე წერს. ამ სიაში მე-5 ადგილს იკავებს ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი, რომლის თამაშზეც გამოცემა შემდეგნაირად აფასებს.
"ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი რეიტინგის მე-5 ადგილზე იმყოფება, რომელსაც საგოლე მოქმედება ყოველ 157 წუთში ერთხელ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზურიკო არასტაბილურია, ის მაინც მუდმივი საფრთხეა მეტოქე გუნდებისთვის თავისი სისწრაფისა და დრიბლინგის გათვალისწინებით.
დავითაშვილი არის იმ კატეგორიის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე განსხვავების შექმნა შეუძლია. რა თქმა უნდა, მას სტაბილურობის მხრივ ბევრი აქვს მოსამატებელი, თუმცა მისი წვლილი გუნდის წარმატებულ თამაშში ფასდაუდებელია." - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში 14 ქულით ლიდერია, ხოლო ზურიკო დავითაშვილს ხუთ მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი.






