დღეს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2024-2025 წლების სეზონის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც გასული სეზონის საუკეთესოებს გამოავლენენ.
როგორც ცნობილი გამოცემა MatchDay Central-ი იტყობინება, დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი ხდება ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა და ეს არა უსმან დემბელე, არამედ ლამინ იამალია. აღსანიშნავია, რომ აქამდე ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი პსჟ-ს ფრანგი ფეხბურთელი უსმან დემბელე იყო, რომლის მოგებასაც ბუკმეიკერების აზრით ყველაზე დაბალი 1.25 კოეფიციენტი ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით პირველ ადგილზე ლამინ იამალი გავიდა, მეორეზე უსმან დემბელე, ხოლო მესამე ადგილი რაფინიამ დაიკავა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელ დაჯილდოებაზე დასწრებას "პარი სენ-ჟერმენის" ვერცერთი ფეხბურთელი და სტაფის წევრები ვერ შეძლებენ. ამის მიზეზი კი "მარსელთან" გადადებული მატჩია, რომელიც ცერემონიის პარალელურად დღეს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა გასულ სეზონში 55 შეხვედრაში 18 გოლთან ერთად 26 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო უსმან დემბელეს ანგარიშზე 53 მატჩში 35 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.









