ფეხბურთი

15:40 | 22.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ მენიოს გადაბირებით პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა

"მილანისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარის მაიკ მენიოს დამატებით ლონდონის "ჩელსი" დაინტერესდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატებმა" აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რობერტ სანჩესმა "მანჩესტერთან" გამართულ შეხვედრაში გუნდი დააღალატა და მე-5 წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააგდო. "ჩელსის" სურვილია, რომ ფრანგ მეკარესთან შეთანხმებას იანვარშივე მიაღწიოს, რადგან 2026 წლის ზაფხულში მეინოს "მილანთან" კონტრაქტი უმთავრდება და დიდია შანსი "ჩელსიმ" ის უფასოდ დაიმატოს.

ცნობისთვის, მაიკ მეინო "მილანის" ღირსებას 2021 წლიდან იცავს, მისი შეძენით ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც ცდილობდა, თუმცა გარიგება "მილანმა" დაბლოკა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093815