„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „ამიენთნ“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ზურიკო დავითაშვილი კარგადაა.
ქართველს მცირე ტრავმა ჰქონდა, თუმცა წინა ტურში დაბრუნდა და როგორც ჩანს, ახლა ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდაც მზადაა.
„გუნდში კარგი მდგომარეობაა. ჟოაო ფერეირა მზად უნდა იყოს, დღეს დილით ივარჯიშა, თუმცა საბოლოოდ, სამედიცინო პერსონალთან გავივლით კონსულტაციას. მაჰმუდ ჟაბერი, ებენეზე ანანი, ზურიკო დავითაშვილი - ყველ კარგადაა. აიმენ მოუფეკი მოსალოდნელია, რომ ითამაშებს. სამწუხაროდ, ლუან გადეგბეკუ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო 3-დნ 5 კვირამდე ვერამდე ვერ ითამაშებს“, - თქვა ჰორნელანმა.
შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში ექვსი ტურის შემდეგ ლიდერია, ხოლო „ამიენს“ 23 სექტემბერს ესტუმრება. ზურიკო დავითაშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში ორი გოლია.









