ფეხბურთი

18:06 | 22.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "ვინისიუსით კმაყოფილი ვარ, მან შრომა უნდა გააგრძელოს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ უპასუხა ჭორებს, რომლის მიხედვითაც ვინისიუს ჟუნიორი უკმაყოფილოა.

როგორც ესპანელმა აღნიშნა, ბრაზილიელმა მუშაობა უნდა გააგრძელოს:

„რა თქმა უნდა, ვინისიუსისით ძალიან კმაყოფილი ვარ. მან უნდა გააგრძელოს შრომა, როგორც ამას ახლა აკეთებს. სეზონი ახლახან დაიწყო. მეც ფეხბურთელი ვიყავი, ვიცი ის გრძნობა, როცა გცვლიან, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ“, - თქვა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ ექვს მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09615