პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე 30 მოთამაშე იყო ნომინირებული, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაც.
ქართველმა ვარსკვლავმა France Football-ის გამოკითხვაში საბოლოოდ მე-12 ადგილი დაიკავა და ბევრ დიდებულ ფეხბურთელს აჯობა.
პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი უკვე მეორედ მოხვდა 30 ნომინანტს შორის, პირველად ორი წლის წინ, 2023 წელს, როდესაც საბოლოოდ, 6 ქულით მე-17 ადგილი ერგო. შესაბამისად, ახლა საკუთარი შედეგი გააუმჯობესა.
ქართველები ოქროს ბურთზე წარდგენილი ამ წლებში იყვნენ:
1961
17-22. მიხეილ მესხი (4 ხმა)
23-27. სლავა მეტრეველი (3 ხმა)
1965
17-24. სლავა მეტრეველი (2 ხმა)
1968
24-32. მურთაზ ხურცილავა (1 ხმა)
1972
11-14. მურთაზ ხურცილავა (3 ხმა)
1981
7. რამაზ შენგელია (10 ხმა)
8. ალექსანდრე ჩივაძე (9 ხმა)
11-15. დავით ყიფიანი (6 ხმა)
2023
17. ხვიჩა კვარაცხელია (6 ქულა)
2025
12. ხვიჩა კვარაცხელია
2024-2025 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის", "პარი სენ-ჟერმენისა" და საქართველოს ნაკრების რიგებში სულ 58 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა. აღვნიშნოთ, რომ 2025 წლის ოქროს ბურთზე გათვალისწინებულია პერიოდი 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 13 ივლისამდე, შესაბამისად, სტატისტიკაც ამ პერიოდს მოიცავს.
2025 წლის ოქროს ბურთი
1. უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)
2. ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)
3. ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)
4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)
5. რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია)
6. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო)
7. კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი)
8. კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი)
9. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/მანჩესტერ სიტი, იტალია)
10. ნუნუ მენდეში (პსჟ, პორტუგალია)
11. პედრი (ბარსელონა, ესპანეთი)
12. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი/პსჟ, საქართველო)
13. ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი)
14. დეზირე დუე (პსჟ, საფრანგეთი)
15. ვიკტორ გიოკერეში (სპორტინგი/არსენალი, შვედეთი)
16. ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)
17. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი)
18. სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი, შოტლანდია)
19. ჟოაო ნევეში (პსჟ, პორტუგლია)
20. ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა)
21. სერჰუ გირასი (დორტმუნდი, გვინეა)
22. ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული, არგენტინა)
23. ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი)
24. ფაბიან რუისი (პსჟ, ესპანეთი)
25. დენზელ დუმფრისი (ინტერი, ნიდერლანდები)
26. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)
27. დეკლან რაისი (არსენალი, ინგლისი)
28. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ნიდერლანდები)
29. ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი/ლივერპული, გერმანია)
30. მაიკლ ოლისე (ბაიერნი, საფრანგეთი)