პსვ ეინდჰოვენის ნიჭიერი ფეხბურთელი რუბენ ვან ბომელი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
21 წლის ნახევარმცველმა „აიაქსთან“ მატჩში (2:2) ტრავმა მიიღო და როგორც გაირკვა, მუხლის სერიოზული დაზიანება აქვს, რის გამოც რამდენიმე თვე იუქმებს, მიმდინარე სეზონში მოედანზე მისი დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია.
რუბენი, რომელიც მარკ ვან ბომელის შვილია, პსვ-მ ზაფხულში „ალკმაარიდან“ 15 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ნიდერლანდური კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა.