„ბარსელონას“ ფერმინ ლოპესი გამოაკლდა. ესპანელმა ნახევარმცველმა ტრავმა „ხეტაფესთან“ გუშინდელ შეხვედრაში (3:0) მიიღო.
სამედიცინო გამოკვლევის თანახმად, მას მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს და ოთხ მატჩს გამოტოვებს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე, „პარი სენ-ჟერმენთანაც“ ვერ გავა მოედანზე.
ფერმინ ლოპესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 5 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.