საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი“ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში ჩაერთო, მაგრამ სტუმრად „ორჰუსთან“ დრამატულ ბრძოლაში 81:84 დამარცხდა.
მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 25:18 მოიგეს, ხოლო ამის შემდეგ კოტე ტუღუშის გუნდმა თამაში გამოასწორა და მეტოქეს მომდევნო სამივე პერიოდში აჯობა, თუმცა ეს მაინც არ გამოდგა საკმარისი.
„ქუთაისი“ მატჩის დასრულებამდე ორ წუთზე ნაკლები რომ რჩებოდა, 5 ქულით იგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მონაკვეთში რამდენიმე არაზუსტი შეტევა განახორციელა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და წინ გაიჭრა, საქმეც ბოლომდე მიიყვანა.
„ქუთაისის“ რიგებში დეტრეკ ბროუინინგი გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა და 7 მოხსნა ჩააგდო, ტაირი ბოკინის აქტივში 21 ქულა იყო, ჯავიონ ოგუნემიმ 10 ქულა შესძინა გუნდს, ხოლო მარკუს გილსონმა - 9 ქულა.
„ქუთაისი“ ამ მარცხით ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მაგრამ ასპარეზობას ფიბა ევროპის თასზე გააგრძელებს.
„ორჰუსი“ – „ქუთაისი“ 84:81 (25:18, 23:24, 20:21, 16:18)