"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც ახლა "მანჩესტერ სიტიში" თამაშობს, France Football-მა 2025 წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.
იტალიელს ეს ჯილდო რა თქმა უნდა, პსჟ-ში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის გამო დამსახურებულად ერგო. დონარუმამ მეორედ მოიგო "იაშინის ტროფი", პირველად 2021 წელს. ეს ჯილდო 2019 წლიდან გაიცემა და მას შემდეგ დონარუმამ და ემილიანო მარტინესმა ორ-ორჯერ მოიგეს, თითოჯერ ალისონ ბეკერმა და ტიბო კურტუამ.
2025 წლის ტოპ ათეული
1. ჯანლუიჯი დონარუმა
2. ალისონ ბეკერი
3. იან ზომერი
4. ტიბო კურტუა
5. იასინ ბონო
6. დავიდ რაია
7. იან ობლაკი
8. ემილიანო მარტინესი
9. ლუკა შევალიე
10. მატც სელსი
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ათეულში გიორგი მამარდაშვილიც იყო, რომელიც მეშვიდე ადგილზე გავიდა.