ფეხბურთი

23:57 | 22.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენის" პირველი მარცხი სეზონში

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურის გადადებულ მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად მარსელის „ოლიმპითან“ დამარცხდა.

„ელ კლასიკი“ კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობის გამო 24 საათით გადაიდო. პსჟ-ს ბევრი არაფერი გამოუვიდა და სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

მეხუთე წუთზე რობერტო დე ძერბის გუნდი ნაიეფ აგერდის გოლით დაწინაურდა. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს ერთადერთი გოლი გამოდგა. პსჟ-მ ვერაფრით მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა და უქულოდ დარჩა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, მის წინააღმდეგ საკმაოდ უხეშობდნენ და დასაწყისში ბენჟამინ პავარს ყვითელი ბარათიც მიაღებინა.

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ოთხი უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ყველა ტურნირზე ექვს შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

პსჟ-ს წაგების შემდეგ ლიგა 1-ს ხუთი ტურის შემდეგ ოთხი ლიდერი ჰყავს: პსჟ-ს, „მონაკოს“, „ლიონსა“ და „სტრასბურს“ 12-12 ქულა აქვთ. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო მატჩს 27 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ოსერთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094184