„ლივერპულის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
ინგლისის ლიგის თასზე 23 სექტემბერს, „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ ქართველი მეკარის დებიუტი შედგა, რაც პრაქტიკულად უკვე დადასტურდა. ინტერვიუც ამ თემაზე საუბრით დაიწყო:
„მოთმინება მომიწია. ბევრი ვიშრომე და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით, ჩემი პირველი ოფიციალური თამაშით. ძალიან ბედნიერი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა ვითამაშებ თუ არა, მზად უნდა ვიყო. ყოველდღე ვმუშაობ.
თანაგუნდელები? ნამდვილად კარგი ხალხია. ალისონი ძალიან მეხმარება გაუმჯობესებაში. ბავშვობაში ოცნებას ჰგავდა ისეთი ფეხბურთელების გაცნობა, როგორებიც ალისონი, ვირჯილი [ვან დეიკი] და მო [სალაჰი] არიან. ახლა მათთან ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ბევრი ხარისხიანი მოთამაშეა. ეს ადრეც ვიცოდი, მაგრამ რაც ვნახე, სიგიჟეა, ნამდვილად სიგიჟე.
ვფიქრობ, ყველა შეჯიბრი მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი გულშემატკივრები ჩვენით ამაყობდნენ.
რატომ 25 ნომერი? მამაჩემიც მეკარე იყო და 25 ნომრით თამაშობდა. ალბათ, ამ მემკვიდრეობას გავაგრძელებ. რაც შეეხება რეინას, პეპეს „ვილიარეალში“ შევხვდი, როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობდი. ის ძალიან კარგი ადამიანი და ასევე ძალიან კარგი მეკარეა“, - განაცხადა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ზაფხულში ამხანაგურ მატჩებში ითამაშა, მაგრამ სეზონის დაწყების შემდეგ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია. „ლივერპული“ – „საუთჰემპტონის“ მატჩი 23 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.