"პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი უსმან დემბელე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. France Football-მა დაასახელა გამარჯვებული, რომელიც ფრანგია.
დემბელემ 2024-2025 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმაც მიიღო. მან ლამინ იამალსა და ვიტინიას აჯობა, რომლებიც ასევე მოხვდნენ სამეულში.
უსმან დემბელე პირველად იყო 30 ნომინირებულ ფეხბურთელს შორის, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია გამარჯვებაში. ის მეექვსე ფრანგია, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. დემბელემდე ფრანგებიდან ეს რაიმონ კოპამ, მიშელ პლატინიმ, ჟან-პიერ პაპენმა, ზინედინ ზიდანმა და კარიმ ბენზემამ მოახერხეს.
ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის ოქროს ბურთზე მე-12 ადგილზე გავიდა, რაც ასევე შესანიშნავი შედეგია. 2025 წლის საუკეთესო 30 პოზიცია ოქროს ბურთზე ასე განაწილდა:
1. უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)
2. ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)
3. ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)
4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)
5. რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია)
6. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო)
7. კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი)
8. კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი)
9. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/მანჩესტერ სიტი, იტალია)
10. ნუნუ მენდეში (პსჟ, პორტუგალია)
11. პედრი (ბარსელონა, ესპანეთი)
12. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი/პსჟ, საქართველო)
13. ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი)
14. დეზირე დუე (პსჟ, საფრანგეთი)
15. ვიკტორ გიოკერეში (სპორტინგი/არსენალი, შვედეთი)
16. ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)
17. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი)
18. სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი, შოტლანდია)
19. ჟოაო ნევეში (პსჟ, პორტუგლია)
20. ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა)
21. სერჰუ გირასი (დორტმუნდი, გვინეა)
22. ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული, არგენტინა)
23. ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი)
24. ფაბიან რუისი (პსჟ, ესპანეთი)
25. დენზელ დუმფრისი (ინტერი, ნიდერლანდები)
26. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)
27. დეკლან რაისი (არსენალი, ინგლისი)
28. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ნიდერლანდები)
29. ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი/ლივერპული, გერმანია)
30. მაიკლ ოლისე (ბაიერნი, საფრანგეთი)