იტალიის სერია A-ში ოთხი ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდია უდანაკარგოდ - „ნაპოლი“. მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
„ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „პიზას“ უმასპინძლა და გაუჭირდა, მაგრამ 3 ქულა მაონც მოიპოვა. ნეაპოლელებმა ტაიმი ბილი გილმორის გოლით მოიგეს, რომელმაც ანგარიში 39-ე წუთზე გახსნა.
მეორე ტაიმის სტარტზე მბალა ნზოლამ პენალტით გაათანაბრა, თუმცა, ანტონიო კონტეს გუნდმა შემდეგ უპირატესობა ისევ დაიბრუნა. ჯერ ლეონარდო სპინაცოლამ გაიტანა, ხოლო შემდეგ ლორენცო ლუკამ. „პიზამ“ ბოლომდე იბრძოლა და 90-ე წუთზე სხაობა შეამცირა, მაგრამ მეტი ვერ შეძლო და „აძურიმ“ 3:2 მოიგო.
„ნაპოლი“ 12 ქულით ლიდერობს სერია A-ს, მომდევნო ტურში კი, სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.