ფეხბურთი

3:02 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "იტალიაში სხვა გუნდები ჩვენზე უფრო სტრუქტურირებული არიან"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „პიზასთან“ გამარჯვების (3:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი გუნდი არ არის იტალიაში ყველაზე კარგად დაკომპლექტებული და სკუდეტოს მოგებამ უზარმაზარი მოლოდინი გააჩინა.

„გვიხარია, რომ ჩემპიონატი ოთხი გამარჯვებით დავიწყეთ, დაბალანსებული სეზონი იქნება, რადგან 7-8 უმაღლესი დონის გუნდია. სკუდეტოს მოგებამ უზარმაზარი მოლოდინი მოიტანა, მაგრამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც განვითარება სჭირდებათ.

9 ფეხბურთელში 150 მილიონი ევრო დავხარჯეთ: ეს ნიშნავს, რომ თითოეულის ღირებულება საშუალოდ 15-20 მილიონი ევროა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც დრო სჭირდებათ. სხვებს კარგად სტრუქტურირებული გუნდები ჰყავთ, რომლებიც უკვე შეჩვეული არიან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს პარალელურად, ჩვენ - არა! ამ ზაფხულს ისეთი შემადგენლობის შევსება მოგვიწია, რომელიც არ არსებობდა“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში „ნაპოლი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ოთხ ტურში ქულა არ დაუკარგავს და 12 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, სტუმრად „მილანს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156089