ფეხბურთი

10:26 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დემბელემ „ოქროს ბურთის“ მოგების შემდეგ სინანული გამოთქვა

„პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბმა უსმან დემბელემ 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების შემდეგ რიგი გარემოებების გამო სინანული გამოთქვა.

„სამწუხაროა, რომ ყველა აქ არ არის... ყველა მოთამაშე, მწვრთნელი, სპორტული დირექტორი. ბევრი არ მოვიდა... მაგრამ ეს პრიზი 2024/25 წლების ძალიან კარგ სეზონს აჯამებს, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთში ვდომინირებდით. ვეცდებით, ეს ყველაფერი ხელახლა განვიცადოთ, რადგან ეს ულამაზესი იყო“, - ციტირებს დემბელეს სიტყვებს L'Équipe.

28 წლის ფრანგი თავდამსხმელი კარიერაში პირველად გახლდათ ნომინირებული ამ ჯილდოზე. გასულ სეზონში მან და პარიზულმა გუნდმა მოიგეს ჩემპიონის ტიტული, ეროვნული თასი და სუპერთასი, მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიო თასის ფინალში გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090401