არგენტინელმა დიდვარსკვლავმა ლიონელ მესიმ პსჟ-ს თავდამსხმელ უსმან დემბელეს „ოქროს ბურთის“ მოგება მიულოცა.
„შესანიშნავია უს! გილოცავ, ძალიან მიხარია. შენ ამას იმსახურებ!“ - დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში.
დემბელემ ხმის მიცემისას „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ფორვარდ ლამინ იამალს აჯობა. ფრანგი თავდამსხმელის თანაგუნდელი ვიტინია მესამე ადგილზე გავიდა.
მესის ეკუთვნის „ოქროს ბურთის“ მოგების რეკორდი, მან პრიზი რვაჯერ მოიგო.