ფეხბურთი

13:19 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ოქროს ბურთის“ მფლობელი ბონმატი: „ჩემი პრიზები ქალთა ფეხბურთის კოლექტიური შრომის შედეგია“

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, აიტანა ბონმატიმ, ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე ისაუბრა 2025 წლის ქალთა „ოქროს ბურთის“ ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ.

„როდესაც ბავშვი ვიყავი, არ მეგონა, რომ ქალთა ფეხბურთი შეიძლებოდა არსებობდეს. ჩემი კერპები ინიესტა და ჩავი იყვნენ, რადგან მხოლოდ მათ [მამაკაც ფეხბურთელებს] ვხედავდი. „ახლა ჩემი პრიზები ქალთა ფეხბურთის კოლექტიური შრომის შედეგია“, - ციტირებს ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ბონმატის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულს ქალთა ფეხბურთის უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდო „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ გადასცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093533