„ბარსელონას“ ნახევარმცველის, ლამინ იამალის მამამ, მუნირ ნასრაუიმ, კომენტარი გააკეთა მისი შვილის „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში მეორე ადგილზე გასვლის შესახებ.
პრიზი პსჟ-ს თავდამსხმელმა უსმან დემბელემ მოიგო.
„ვფიქრობ, ლამინ იამალი დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, დიდი სხვაობით. არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, არამედ იმიტომ, რომ ის მსოფლიოში მართლაც საუკეთესოა, ვფიქრობ, მას კონკურენტები არ ჰყავს. არ მინდა ძარცვაზე საუბარი, მაგრამ მან ფსიქოლოგიური და მორალური ტრავმა მიიღო. უნდა ვთქვათ, რომ აქ უცნაური რამ მოხდა“, - ციტირებს Marca ნასრაუის სიტყვებს.