ფეხბურთი

14:42 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუს ბენზემას „ბენფიკაში“ მიწვევა სურს

„ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ დაინტერესებულია „ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას შეძენით, იტყობინება Goal-ის ჟურნალისტი ეკრემ კონური.

წყაროს ცნობით, 37 წლის ფრანგს ხელფასის შემცირება მოუწევს, თუ მას ლისაბონურ კლუბში გადასვლა სურს.

მოურინიუ ბენზემას კარგად იცნობს. მათ მადრიდის „რეალში“ ერთად უმუშავიათ, როცა პორტუგალიელი სპეციალისტი „სამეფო კკლუბს“ წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177355