„მილანისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა რაფაელ ლეაუმ გაამხილა, რომ „ლილიდან“ „ინტერში“ გადასვლაზე ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ „როსონერი“ აირჩია.
„ინტერში“ გადასვლასთან ახლოს ვიყავი, ეს სიგიჟე იყო. „ლილის“ სპორტულმა დირექტორმა მითხრა: „რაფა, „ინტერში“ გაგყიდით“, მე კი ვუთხარი: „არა, ამ სეზონში ძალიან კარგად ვითამაშე, მინდა კიდევ ერთი წელი დავრჩე, რომ გავუმჯობესდე და შემდეგი გამოწვევისთვის თავდაჯერებულობა განვიმტკიცო - მეთქი, მაგრამ ის მეუბნებოდა: „არა, არა, უნდა გაგყიდო, ეს ჩვენთვის, დიდი შესაძლებლობაა“. მაგრამ მე ვუთხარი: „ინტერი - არა“.
სამი კვირა გავიდა და სპორტული დირექტორი ისევ მოვიდა და მითხრა: „მილანი“ შენით არის დაინტერესებული“. მე ვუთხარი: „დიახ, „მილანი“ დიახ, თუ შემოთავაზებას მომიტანენ, დავთანხმდები“. ორი დღის შემდეგ ის დაბრუნდა და მითხრა: „შემოთავაზება გააკეთეს, ვიღაცას შენთან საუბარი სურს“ და ტელეფონი მომაწოდა — პაოლო მალდინი, ჩვეულებრივი ზარი კი არა, ვიდეოზარი იყო. მალდინიმ მითხრა: თუ გასახვალ მზად ვარ წაგიყვანო“. „ვეთანხმები“, - ვუპასუხე. უარს ვერ ვიტყოდი“, — ციტირებს ლეაუს სიტყვებს Milan News.