მარსელის „ოლიმპიკის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ძალაუფლება და ამიტომაც, პსჟ-ს დამარცხებას დიდი ხანი ელოდა.
იტალიელმა თქვა, რომ „მარსელში“ მუშაობას რატომაც დათანხმდა, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამარჯვება იყო.
„პაბლო ლონგორიას ვუთხარი, რომ აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი პსჟ-ს დამარცხება იყო, რადგან ისინი სხვებზე უფრო ძლიერები არიან. პსჟ-ს დამარცხება ოცნება იყო, რადგან ისინი წარმოადგენენ ძალას, გუნდს, რომელიც წლების განმავლობაში იმარჯვებდა თითქმის რეალური მეტოქეების გარეშე და მე არ მომწონს ძალაუფლება. ეს არის ის, რასაც არ შევეგუები. ამიტომ მოუთმენლად ველოდი ამ მომენტს“, - აღნიშნა დე ძერბიმ.
შეგახსენებთ, რომ „მარსელმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხა.









