ფეხბურთი

17:56 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" დირექტორი: "გვესმის კიტეიშვილის, ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები არსებობს"

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ევროპა ლიგის პირველ ტურში „მიტდიულანდთან“ მატჩს გამოტოვებს.

ავსტრიული მედიის ცნობით, ოჯახური მიზეზების გამო ქართველი ფეხბურთელი საქართველოში დაბრუნდა და გუნდს დანიაში არ გაჰყოლია.

კიტეიშვილის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პარენსენმა:

„მან დღეს დილით გვაცნობა, რომ ოჯახური საკითხის გამო ჩვენთან ერთად ვერ იმგზავრებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად გვესმის: ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რამ არსებობს. ახლა მას ყველა იმ დროს ვაძლევთ, რაც მას საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის სჭირდება. ველოდებით, რომ ის დაბრუნდება, როდესაც მზად იქნება. მან ბოლო წლებში დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს მისი მცირე ტრავმის შემდეგ დაბრუნებასას ნათლად გამოჩნდა. თუმცა მაინც კარგ ხასიათზე ვართ. ბოლო თამაშებში მის გარეშეც კარგად ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს ამის კომპენსირება შეუძლია“, - თქვა პარენსენმა.

„შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზაუმელმა კი აღნიშნა: „ყველამ ვიცით, რომ კიტე ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თუმცა, სხვები მაქსიმალურად ცვლიან. უახლოეს მომავალში ბევრი თამაში გვაქვს, რომელშიც რამდენიმე მოთამაშე დიდ სათამაშო დროს მიიღებს“.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს ტრავმა ჰქონდა, რის გამოც სექტემბერში სანაკრებო მატჩებიც გამოტოვა. თუმცა გამოჯანმრთელდა და ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში 35 წუთიც ითამაშა. მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილს 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

ოთარ კიტეიშვილს მამა გარდაეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088439