ფეხბურთი

18:29 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე: "ოქროს ბურთი ჩემს კარიერაში მიზანი არ ყოფილა, მაგრამ მისი მოგება საოცარია"

„პარი სენ-ჟერმენის“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა უსმან დემბელემ ოქროს ბურთის მოგების შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მისი მიზანი არასდროს ყოფილა ამ ჯილდოს მოპოვება, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ მოიგო:

„წარმოუდგენელია, რაც ახლახან მოხდა, სიტყვები არ მაქვს. ეს დაუჯერებელი სეზონი იყო პსჟ-სთან ერთად. ცოტა ვნერვიულობ, ჩემთვის აქ საუბარი ადვილი არ არის. ამ ჯილდოს აღება და რონალდინიოსგან მიღება განსაკუთრებულია. ვამაყობ ყველაფრით, რასაც კარიერაში მივაღწიე.

მინდა მადლობა გადავუხადო პსჟ-ს, პრეზიდენტს, გუნდს, კლუბს, რომელიც შესანიშნავი ოჯახია. მინდა მადლობა გადავუხადო პსჟ-ს ყველა თანამშრომელს, ლუის ენრიკეს, მამაჩემს და განსაკუთრებით ჩემს თანაგუნდელებს. პრაქტიკულად ყველაფერი მოვიგეთ, მოვახერხეთ ჩვენი დონის ამაღლება, რათა მოგვეგო გუნდური ტიტულები და შესაბამისად, ეს ინდივიდუალური ჯილდო ყველას გვეკუთვნის, როგორც გუნდს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა გუნდს, მაგალითად, „ბარსელონას“, სადაც პირველად ავისრულე ჩემი ოცნებები. მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს ბურთი“ ჩემს პროფესიულ კარიერაში მიზანი არ ყოფილა, მისი მოგება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა დემბელემ.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე ოქროს ბურთზე 30 ნომინანტს შორისაც კი პირველად იყო, თუმცა პირველივე ჯერზე გამარჯვება მოახერხა. ის მეექვსე ფრანგია რაიმონ კოპას, მიშელ პლატინის, ჟან-პიერ პაპენის, ზინედინ ზიდანისა და კარიმ ბენზემას შემდეგ, ვინც ოქროს ბურთი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17366