ფეხბურთი

18:59 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "მთავარი გუნდია, დემბელეს გამარჯვება ყველას დამსახურებაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უსმან დემბელეს ოქროს ბურთის მოგებას გამოეხმაურა.

პსჟ-ს მფლობელმა ხაზი გაუსვა, რომ დემბელეს გამარჯვება გუნდის და ყველას დამსახურებაა:

„ეს ჩვენთვის ისტორიული დღეა. ეს არის გუნდი, რომელმაც ყველაფერი მოიგო. ეს არ არის პირადი გამარჯვება, ეს გუნდია - ყველას დამსახურებაა. ეს ზუსტად ისაა, რასაც კლუბისგან ელი - ერთად წინსვლას. ჩვენ ასე გავაგრძელებთ. ინდივიდუალური ჯილდო კარგია, მაგრამ ყოველთვის გუნდია მთავარი. ვმუშაობთ გუნდისთვის, კლუბის ლოგოსთვის და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. „მარსელთან“ მარცხი მწარეა, მაგრამ ეს ნორმალურია სეზონის განმავლობაში და მხოლოდ ახლა ვიწყებთ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე ოქროს ბურთზე 30 ნომინანტს შორისაც კი პირველად იყო, თუმცა პირველივე ჯერზე გამარჯვება მოახერხა. ის მეექვსე ფრანგია რაიმონ კოპას, მიშელ პლატინის, ჟან-პიერ პაპენის, ზინედინ ზიდანისა და კარიმ ბენზემას შემდეგ, ვინც ოქროს ბურთი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.128698