ფეხბურთი

19:33 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "სახლში ყოფნით უფრო მეტის შოვნა შემეძლო, ვიდრე "ბენფიკაში" მუშაობით"

ლისაბონის „ბენფიკას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ პორტუგალიურ კლუბში ფულის გამო არ მუშაობს, არამედ სიამოვნებისთვის და ტიტულების მოსაგებად:

“სეზონის ბოლომდე სახლში რომ დავრჩენილიყავი, „ბენფიკაში“ მუშაობაზე მეტს ვიშოვიდი. შემეძლო ტურიზმით დაკავება და ოჯახთან ერთად ალგარვეში წავსულიყავი. თუმცა აქ იმიტომ ვარ, რომ ძალიან მსიამოვნებს მუშაობა. ტიტულისთვის თამაში მომენატრა, რაც „ბენფიკამ“ უნდა გააკეთოს. ეს ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ასევე ადამიანისთვის, შესანიშნავი შესაძლებლობაა“, - თქვა ჟოზემ.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკამ“ მოურინიოს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი „ავეშ სადის“ წინააღმდეგ 3:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09816