ფეხბურთი

20:05 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მატეო პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ნაპოლიმ“ მატეო პოლიტანოსთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა და 32 წლის იტალიელი ანტონიო კონტეს გუნდში რჩება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, პოლიტანო „ნაპოლიში“ 2028 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

მატეო პოლიტანო „ნაპოლიში“ 2019 წლიდან თამაშობს და 238 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი. მანამდე იტალიელი „ინტერის“, „სასუოლოს“, „პესკარასა“ და „პერუჯას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083793