ფეხბურთი

20:40 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "იამალი ოქროს ბურთს მომავალ წელს მოიგებს"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ლამინ იამალი ოქროს ბურთს მომავალ წელს მოიგებს და ის არ არის იმედგაცრუებული, რომ ახლა მეორე ადგილი დაიკავა.

„ლამინის მამისგან სიტყვები მოვისმე და უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი შვილი მხოლოდ 18 წლისაა. მათთვის ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. იამალს რაფინიასა და პედრის მსგავსად გამარჯვება სურდა, მაგრამ ფაქტია, რომ ის დიდ მოლოდინებს ქმნის, რომლებსაც შემდეგ კარგად უმკლავდება თავისი სიმწიფის წყალობით.

იამალისთვის, ოქროს ბურთის გათამაშებაში მხოლოდ 18 წლის ასაკში მეორე ადგილის დაკავება არაჩვეულებრივი შედეგია. ის ამას იმსახურებს და ვფიქრობ, რომ ისიც იმსახურებს მოგებას, რასაც მომავალ წელს შეძლებს.

იამალი მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა და კოპას ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიგო, რისთვისაც აქამდე არავის მიუღწევია. მას აქვს ჯანსაღი ამბიცია, კონკურენტუნარიანი და ძალიან პროფესიონალია და ყოველთვის გულმოდგინედ ვარჯიშობს.

რა თქმა უნდა, იამალს გამარჯვება სურდა, მაგრამ ის საერთოდ არ არის დეპრესიული. ცერემონიის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა. ყველას მისგან დიდი მოლოდინები აქვს, მაგრამ მისი ასაკისთვის ის ძალიან მომწიფებულია და იცის, როგორ გაუმკლავდეს წნეხს კარგად“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ უსმან დემბელეს ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094455