ფეხბურთი

22:30 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა პლეი-ოფში სლოვაკეთს აჯობეს.

საპასუხო მატჩი ბრატისლავაში გაიმართა, რომელიც მასპინძლებმა 5:3 მოიგეს. სლოვაკეთი ორჯერ დაწინაურდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა გიორგი ჩიმაკაძის გოლით უპასუხა და ტაიმი სლოვაკეთმა 2:1 მოიგო.

თამაში მეორე ნახევარში უფრო დრამატულად წარიმართა: ჯერ გიორგი ღავთაძემ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო ერთ წუთში სლოვაკეთმა სხვაობა ორამდე გაზარდა. შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდმა მოიპოვა უპირატესობა და ერთწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა. ჯერ თავი არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა, ხოლო შემდეგ ირაკლი თოდუამ - 3:3. ეს უკვე სერიოზული უპირატესობა იყო.

მიუხედავად ამისა, სლოვაკეთმა უპირატესობა მაინც დაიბრუნა და მატჩის ბოლო ათწუთეულში ორჯერ გაიტანა. თუმცა, 5:3 გამარჯვება მეტოქეს არ ეყო.

მიზეზი ისაა, რომ საქართველოს პირველი მატჩი თბილისში 4:1 ჰქონდა მოგებული, შედეგად ორი შეხვედრის ჯამში 7:6 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რომლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 2022 წელს ითამაშა და ჯგუფიდანაც გავიდა, როცა აზერბაიჯანი და ბოსნია დაამარცხა, ხოლო ბოლო ტურში ესპანეთთან წააგო. მაშინ, ასათიანის გუნდი მეოთხედფინალში გამოეთიშა ევროპირველობას რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხით (1:3).

სლოვაკეთი - საქართველო 5:3 (2:1) - ორი მატჩის ჯამში: 6:7

გოლები: 1:0 დრაჰოვსკი (6), 1:1 ჩიმაკაძე (15), 2:1 დრაჰოვსკი (17), 3:1 ბელანიკი (27), 3:2 სებისკვერაძე (31), 3:3 თოდუა (32), 4:3 ზაჩოვიჩი (33), 5:3 ბაჩო (38)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101244