საფრანგეთის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურში „სენტ ეტიენმა“ სტუმრად „ამიენი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა.
ქართველს ერთი მატჩი ტრავმის გამო გაუცდა, წინა ტურში შეცვლაზე ითამაშა, ხოლო ახლა მოედანზე შეუცვლელად იყო. „სენტ ეტიენს“ გაუჭირდა, მაგრამ ლუკა სტასინის ერთადერთი გოლით მოიგო, რომელმაც თავი 78-ე წუთზე გამოიჩინა.
დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი.
„სენტ ეტიენი“ 7 ტურის შემდეგ 17 ქულით ლიდერია, მომდევნო მატჩს კი 27 სექტემბერს, შინ „გენგამთან“ გამართავს.