სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:55 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი: "ლივერპული" ლიგის თასის მერვედფინალშია

„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა. ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში არნე სლოტის გუნდმა „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა, რომელიც 2:1 დაამარცხა.

სლოტმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა ჩემპიონშიფის ბინადრის წინააღმდეგ და „ლივერპულს“ მოგება გაუჭირდა.

42-ე წუთზე მასპინძლები გადარჩნენ, ბურთი მამარდაშვილის კარის ხარიხას მოხვდა, ხოლო შემდეგ დამატებაზე „საუთჰემპტონის“ ფებხურთელმა ცარიელ კარს ააცილა. ზუსტად ერთ წუთში „წითლები“ იგებდნენ, რადგან ფედერიკო კიეზას პასით ალეკსანდერ ისაკმა გაიტანა სადებიუტო გოლი ინგლისურ კლუბში.

76-ე წუთზე „საუთჰემპტონმა“ გაათანაბრა, ახლო მანძილიდან ჩარლზმა გაიტანა, მამარდაშვილი უშანსოდ იყო - დაცვა ჩავარდა, კერძოდ, ვატარო ენდო შეცდა. თუმცა, „ლივერპულმა“ მაინც მოიგო, რადგან 85-ე წუთზე კიეზამ მეორე ასისტი მიითვალა და უგო ეკიტიკემ ცარიელ კარში შეაგდო.

გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა, ორჯერ თავისი გუნდი შესანიშნავი თამაშით გადაარჩინა. როგორც ვთქვით, ეს მისი პირველი ოფიციალური მატჩი იყო ახალ გუნდში.

„ლივერპული“ მერვედფინალში გავიდა, მომდევნო მატჩს კი, 27 სექტემბერს, პრემიერლიგაში სტუმრად „კრისტალ პალასთან“ გამართავს, რომლის წინააღმდეგ სეზონის სტარტზე ინგლისის სუპერთასზე მარცხი განიცადა.

ლიგის თასის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „ჩელსის“ გამარჯვება „ლინკოლთან“ (2:1) და „ასტონ ვილას“ მარცხი პენალტების სერიაში „ბრენტფორდთან“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093775