ფეხბურთი

2:20 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე კარგია, ფეხბურთელები კი მანქანები არ არიან"

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო ტორალმა „სევილიასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მისი ადაპტაცია სწრაფია, მაგრამ დრო მაინც სჭირდება ჩემპიონატის და თანაგუნდელების გასაცნობად.

„მიქაუტაძე კარგი მოთამაშეა. თუმცა, გუნდში ბევრი ძალიან კარგი მოთამაშე მყავს. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამიმართლა, რომ ბევრი ძალიან კარგი მოთამაშე მყავდა. მისი ადაპტაცია სწრაფი იყო, მაგრამ მას დრო უნდა მისცეთ. მიეცით საშუალება, გაიცნოს ჩემპიონატი, თანაგუნდელები... ისინი მანქანები არ არიან, ისინი ადამიანები არიან და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ“, - თქვა მარსელინომ.

გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალში“ ჩატარებულ ოთხ მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ლა ლიგაში სამი თამაში, 1 გოლი და 1 საგოლე პასი.

„ვილიარეალი“ ლა ლიგაში ექვს ტურში მოპოვებული 13 ქულით მესამე ადგილზეა, მომდენო ტურში კი, 27 სექტემბერს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089477