სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:00 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანული მედია მამარდაშვილის დებიუტზე: "მშვიდად და თავდაჯერებულად თამაშობდა"

ბრიტანულმა მედიამ „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი დადებითად შეაფასა.

ქართველ მეკარეს ინგლისის ლიგის თასზე „საუთჰემპტონთან“ (2:1) კარგი მატჩი ჰქონდა და მისი გარჯა 7 ქულით შეფასდა:

Thisisanfield 7 ქულა: „დასაწყისში მოუწია მოქმედებაში ჩართვა, რათა ადამ არმსტრონგის დარტყმა მოეგერიებინა და სიტუაციაზე კონტროლი დომინანტური მანერით დაემყარებინა“.

Liverpool Echo 7 ქულა: „მან ძალიან კარგი მოგერიება შეასრულა, როცა ადამ არმსტრონგს აჯობა და როგორც ჩანს, ძალიან თავდაჯერებული მეკარეა. თუმცა შესაძლოა, ცოტა მუშაობა დასჭირდეს“.

Liverpool.com 7 ქულა: „ლივერპულში“ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მალევე მოუხდა თამაშში ჩართვა, როცა ადამ არმსტრონგის დარტყმა მოიგერია. სიტუაციას კარგად მართავდა, მშვიდად და თავდაჯერებულად თამაშობდა მთელი მატჩის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ერთ ცუდ პასს“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში გავიდა, მომდევნო მატჩს კი, 27 სექტემბერს, პრემიერლიგაში სტუმრად „კრისტალ პალასთან“ გამართავს, რომლის წინააღმდეგ სეზონის სტარტზე ინგლისის სუპერთასზე მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095578