ფეხბურთი

2:45 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება ლა ლიგაში

ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში მადრიდის „რეალი“ „ლევანტეს“ ესტუმრა, რომელიც 4:1 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

პირველივე ტაიმში ვინისიუს ჟუნიორმა და ფრანკო მასტანტუონომ ორბურთიანი უპირატესობა მოაპოვებინეს ჩაბი ალონსოს გუნდს. მეორე ნახევრის სტარტზე ეტა ეიონგმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს „ლევანტეს“ მაქსიმუმი გამოდგა.

შემდეგ ორწუთიან ინტერვალში კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა და „სამეფო კლუბმა“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

მადრიდის „რეალს“ შესანიშნავი სტარტი აქვს და 6 ტურში უდანაკარგოა - 18 ქულით ლიდერობს ლა ლიგას, ხოლო მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, მადრიდულ დერბიში „ატლეტიკოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092278