გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ თავის ოფიციალურ დებიუტს გამოეხმაურა. „საუთჰემპტონთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ქართველმა მეკარემ აღნიშნა, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული დღე იყო:
„პირველი ოფიციალური თამაში „ლივერპულში“. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის და უდიდესი პატივია ამ მაისურის ტარება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, - დაწერა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში გავიდა, მომდევნო მატჩს კი, 27 სექტემბერს, პრემიერლიგაში სტუმრად „კრისტალ პალასთან“ გამართავს, რომლის წინააღმდეგ სეზონის სტარტზე ინგლისის სუპერთასზე მარცხი განიცადა.