ფეხბურთი

10:15 | 24.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "დავითაშვილმა და სტასინმა ბევრი რამ გააკეთეს"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „ამიენთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა და ის ძალიან კმაყოფილი იყო თავისი გუნდის შემტევი ფეხბურთელების თამაშით, მათ შორის, ზურიკო დავითაშვილის:

„ყოველთვის კარგია, როცა გყავს ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაში ეფექტურები არიან. ლუკა სტასინმა ბოლო მატჩებში რამდენიმე გოლში მიიღო მონაწილეობა. მან, ისევე როგორც აგუსტინ ბოაკიემ და ზურიკო დავითაშვილმა, ბევრი რამ გააკეთა. დღეს ყველამ ბევრი იშრომა, რათა შეექმნათ შესაძლებლობები მატჩში, რომელშიც ზოგჯერ სახიფათოდ თამაში გვიჭირდა. გაგვიმართლა, რომ ასეთი გადამწყვეტი მოთამაშეები გვყავს“, - თქვა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი. „სენტ ეტიენი“ 7 ტურის შემდეგ 17 ქულით ლიდერია, მომდევნო მატჩს კი 27 სექტემბერს, შინ „გენგამთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092714